суббота, 3 июля 2010 г.




1.პროექტის სახელწოდება.-ვულკანები.



2.პროექტის მოკლე აღწერა.–ვულკანის დახასიათება.ვულკანის გამომწვევი მიზეზი.ცნობილი ვულკანები.საფრთხე ვულკანების ამოფრქვევისას.ვულკანისზემოქმედება გარემოზე.



3.პროექტის სრული აღწერა.–ვულკანი კონუსისებური მთაა,რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად.განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ლათინურად ''ვულკანუს'' ძველი რომაელების ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა.ათეულობით ქალაქი,არაერთი კულტურა თუ ცივილიზაცია გაანადგურა ვულკანმა. მაგალითად სამი რომაული ქალაქის–პომპეის ჰერკულანუმისა და სტაბიას ისტორიაც კმარა, რომელიც ვეზუვმა ჩამარხა პირველ საუკუნეში.



განსაკუთრებით ბევრი ვულკანია წყნაროკეანურ ''ცეცხლოვან რკალში''.აზიის ყველაზე მოქმედი ვულკანია კლუჩევსკაია სოპკა–კამჩატკაზე, ზონდის სრუტეშია ძლიერმოქმედი ვულკანი კრაკატაუ, ჩინეთში–ფუძიამა.



ვულკანიდან ნივთიერებები სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა–თხევადი–ლავა,მყარი–ვულკანური ფერფლი, მტვერი,ტალახი და ქვები,გაზობრივი–წყლის ორთქლი,ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა მთის ფერდობზე 50–60კმ–სთ სიჩქარით მოძრაობს.დედამიწაზე 1300–ზე მეტი მოქმედი ვულკანია, რომელთა უმრავლესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა.



ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება რთულია.ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა,ზოგჯერ კი მოულოდნელად ამოიფრქვევა.



ვულკანეის მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათის არაა.მათი მოქმედების შედეგად დედამიწაზე გაჩნდა ლითონური , ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების საბადოები.



ვულკანური პროცესებით გამორჩეული რაიონები ასევე მდიდარია თერმული წყლებით და ნაყოფიერი ნიადაგებით.ადამიანი ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად გამოეყენებინა ასეთი ადგილები,რის გამოც იგი ვულკანის სიახლოვეს სახლდებოდა. ამგვარი სითამამე კი ტრაგიკულად სრულდება. ვულკანი ადრე თუ გვიან ''იღვიძებს'' და აყვავებულ გარემოს უდაბურ ადგილად აქცევს.



4.მონაწილეთა ასაკი.–16 წელი.



5.ვადები,ხანგრძლივობა.–1 თვე.



6.პროექტის შესაძლო აქტივობები.–საბავშვო სამეცნიერო ენციკლოპედია, მსოფლიო ატლასი.



7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები.ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებისა და გამოყენების უნარის შეძენა. ინტერესის სფეროების გაფართოება, ინტელექტუალური დონის ამაღლება.



კონკურენტუნარიანი ადამიანის ჩამოყალიბება.



8.სამუშაო ენა–ქართული.



9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან.–არ მყავს.



10.საგნებთან–ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი.–საბუნებისმეტყველო საგნებთან კავშირი.



11.პროექტის ფასილიტატორი.–ლელა კაშმაძე.



12.ფასილიტატორის ელ–ფოსტა.lkashmadze2010@gmail.cim



13.პროექტის ვებ–გვერდი.lkashmadze.blogspot.com